კახა კალაძე „გლობალური ომის პარტიაზე“ - თეა წულუკიანი რად გინდათ, აგერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუსმინეთ და ყველაფერი ნათელი გახდება - კი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი, პირდაპირ საუბრობდა ამაზე

მაღალი თანამდებობის პირი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი, პირდაპირ საუბრობდა ამ ყველაფერზე [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე] - თუ საჭიროება იქნება და დღის წესრიგში დადგება, რა თქმა უნდა, ამასაც ვიტყვით, კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის განცხადება, გლობალური ომის პარტიის შესახებ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიებისგანაც ვისმენდით.

თეა წულუკიანი რად გინდათ კაცო, აგერ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუსმინეთ და ყველაფერი ნათელი გახდება. კი, მაღალი თანამდებობის პირი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობდა ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, ჩვენ ვისმენდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს. ასევე, ამ რადიკალური დაჯგუფების - ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს. რა თქმა უნდა, იმ ნარატივს, რაც მოდიოდა, თავისი გამჟღერებლები ჰყავდა. იგივე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ხომ გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, რომელიც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და საქართველო უნდა შეეხიდოს უკრაინას ამ ომში. ეს არის გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სტეიტი“, რაზეც პირდაპირ საუბრობს აშშ. თუ ამის საჭიროება იქნება და დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამასაც ვიტყვით და ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს „გლობალურ ომის პარტიაში იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ“. მისივე თქმით, ეს ძალები „კატეგორიულად გვთხოვდნენ“ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს