პროკურორი - ბრალდების მხარე ითხოვს საბა სხვიტარიძის მიმართ სამართლიან სასჯელს - ბრალდებული არის ნასამართლევი, კანონის მიხედვით, ვინაიდან სახეზე გვაქვს რეციდივი, მას კანონიერად უნდა განესაზღვროს მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა

პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით. ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა, ბრალდებულს [საბა სხვიტარიძეს] უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ჩვენ მივიღეთ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან განმარტა, თუ რის საფუძველზე გადაუკვალიფიცირდა საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი, შედარებით მსუბუქი მუხლით.

პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

„გადაწყვეტილების მიღების დროს ვიხელმძღვანელეთ მაღალი სტანდარტით, გავითვალისწინეთ საქმეში არსებული ყველა გარემოება და მიმაჩნია, რომ ეს იყო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიღებულიყო მოცემულ შემთხვევაში“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

მან ასევე განმარტა, როდის გახდა პროკურატურისთვის თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს შესაძლოა არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე, ვისზეც თავდასხმას ედავებოდნენ, პოლიციელი იყო.

„ბრალის გამოტანის საფუძველი არის დასაბუთებული ვარაუდი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობის დროს და რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს ვარაუდი, რომ საბა სხვიტარიძემ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე იყო პოლიციელი. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, პროკურატურა ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით.

ბრალდების მხარე ითხოვს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. ამასთან, აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ ბრალდებული [საბა სხვიტარიძე]არის ნასამართლევი. ამდენად, კანონის მიხედვით, ვინაიდან სახეზე გვაქვს რეციდივი, მას კანონიერად უნდა დაენიშნოს მინიმუმზე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაშია ბრალდებული, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.

აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო