„ალდაგი“ მომხმარებლებს ნაკლებ ფასად, ახალ ავტოდაზღვევას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მომხმარებლებს სიახლით დაუბრუნდა და მძღოლებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ ავტოდაზღვევაზე, ხელმისაწვდომი დაზღვევის პროდუქტი შესთავაზა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ალდაგის“ ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, მინიმუმი და სტანდარტული პაკეტები დაემატა, რომელიც დაზღვევას უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს ხდის.

„ავტოდაზღვევის სრული პაკეტი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი, მესამე პირის პასუხისმგებლობა, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს.

ახალი პაკეტებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავად განსაზღვროს რომელი რისკის დაზღვევაა პრიორიტეტული და აირჩიოს მისთვის მისაღები ფასი.

მინიმუმ პაკეტი ფარავს ავტოსაგზაო შემთხვევისა და ხანძარი/აფეთქების შედეგად მიყენებულ ზიანს. სტანდარტული პაკეტის ფარგლებში, კი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი და აფეთქება, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა), სტიქიური მოვლენები (სეტყვა, წყალდიდობა, მეწყერი, ნიადაგის ჩამოშლა, უხვთოვლიანობა, ქარიშხალი). ორივე პაკეტის შემთხვევაში ფრანშიზა 1%, 3% ან 5%-ით განისაზღვრება, რომელსაც მომხმარებელი დაზღვევის შეძენის დროს თავად ირჩევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „ალდაგში“ აღნიშნავენ, აღნიშნული შეთავაზება იქნება უნიკალური შესაძლებლობა კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მათზე მორგებული პირობებით.

„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებელს ისეთი პროდუქტები შევთავაზოთ, რომლებიც დაზღვევას მეტად კომფორტულს ხდის. ამჯერად სიახლით დავბრუნდით და დაზღვევის ახალი პროდუქტი წარვადგინეთ. პროდუქტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია, რომ მომხმარებელს შეუძლია დააზღვიოს ის რისკი, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. აღნიშნული შეთავაზება იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მათზე მორგებული პირობებით“, - აცხადებენ ალდაგში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში