“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდება.

“25 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის N7-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 26 ივლისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - ჩარგლის, რომელაშვილის, ჭოპორტის, ჟინვალის, ბეჟანიშვილის, ზიგზაგის, გვაზაურის, ლომთათიძის, იმერეთის, ცინცაძის, სანერგეს, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილის, ხევსურეთის, საჭილაოს, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, ქვიშხეთის, არბოს, ქსნის და ერწოს ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, სანზონის კორპუსებს, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონს, ცოტნე დადიანის ქუჩა N34, N13-323, N2-160, ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N 1, 8, 9, 10, 18,19, 20, 21, 22ვ, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის I, II ,III, IV კვარტლებს, ზღვის უბნის IV მიკრორაიონს, ზღვის უბნის IV, IX, X, Xა, Xბ კვარტლებს, აბაის, ანაპის 414 დივიზიის, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ტყიბულის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, ბარამიძის, ლიახვის, ქსოვრელის და რიონჰესის ქუჩებს.

გლდანის რაიონში - გლდანის „ა“ I, II, III, IV, მიკრორაიონებს, რამაზ შენგელიას, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ვართაგავას, აკაკი ვასაძის, მორეტის, ანგია ბოჭორიშვილის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხს, ფორე მოსულიშვილის, გმირ კურსანტების, გობრონიძის N9, 11, 13, მეგობრობის, სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ანდრონიკაშვილის და რიონის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო