თორნიკე მიგინეიშვილი - გვრჩება განცდა, რომ მოწმეები უკვე დარიგებულები მოდიან - მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ ბრალდებულს ვერ ცნობენ, მაინც აქვთ პრეტენზია

გვრჩება განცდა, რომ ეს ადამიანები [მოწმეები] უკვე დარიგებულები მოდიან, რადგანაც ისინი ვერ ამბობენ, რომ სინდისის რომელიმე პატიმარს ცნობენ, სასამართლოშიც ზოგადი ჩვენება უნდა მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ ბრალდებულს ვერ ცნობენ, მაინც აქვთ პრეტენზია, - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეზე წარმოდგენილ მოწმეებზე.

როგორც მიგინეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოწმეები ვერ იაზრებენ იმას, რომ მათი ჩვენების გარეშე შეუძლებელია განაჩენი დადგეს.

“არა მარტო საკუთარი დაზიანების საკითხს, არამედ ზოგადად კოლეგიალობას იცავენ, თუ არ ვიცი, რას აკეთებენ, ამბობენ, რომ სხვა პოლიციელი რომ დაზიანდა, იმასთან დაკავშირებითაც პრეტენზია მაქვსო, რაც ცალსახად სცდება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ.

მთავარი გარემოება არის ის, რომ ეს ადამიანები ვერ ან არ იაზრებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო მათ გარეშე განაჩენს ვერ დააყენებს, მათი ჩვენებების გარეშე შეუძლებელია განაჩენი დადგეს. აქვთ შაბლონური ფრაზა,“თუ დადგინდება რამე, შემდგომ მექნება პრეტენზია”, არადა თუ შენ დღეს გაქვს პრეტენზია, შემდგომ ამის მიხედვით დადგინდება ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, თუ არა. შესაბამისად, მათი ეს შაბლონური ფრაზა, რომელსაც 7 თვის მანძილზე ვისმენთ, პირდაპირ გამორიცხავს გამამტყუნებელ განაჩენს ობიექტური სასამართლოს პირობებში სინდისის პატიმრების წინააღმდეგ”, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო