“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში გარკვეულ მისამართებზე წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება ვაკის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდება.

“25 ივლისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ვაკის რაიონში, შატბერაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 ივლისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N4-30, ტიციან ტაბიძის ქუჩას და შესახვევებს, ალ. აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის, ლია ელიავას, შოშიტაიშვილის, რადიანის, ჯანაშვილის, ქობულეთის, შროშის, ქუთათელაძის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, თაყაიშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, შატბერაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირების და ბურკიაშვილის ქუჩებს. არაყიშვილის ქუჩა N8, 8ა, N20-26, N21-27, არაყიშვილის მე-2 ჩიხს, არაყიშვილის ქუჩა ბარნოვის ქუჩა N72-94, N77-83, ფალიაშვილის ქუჩა N1-33, N2-36, აბაშიძის ქუჩა N1-17, N2-16, აბაშიძის ქუჩა N 66, 20ა, კეკელიძის ქუჩა N17-25, N14, 16, 18.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს