კახა კალაძე - წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო - მედიის მთავარი გმირი გახდა მოქალაქე, რომელიც ფლობს  მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ხუთ ავტომობილსა და სკუტერს

წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო სახლის აშენების მიზნით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ისაუბრა, სადაც ის თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში გამოსახლების საკითხს შეეხო და განმარტება გააკეთა.

კალაძის თქმით, მედიის მთავარი გმირი გახდა მოქალაქე, რომელიც ფლობს მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ხუთ ავტომობილსა და სკუტერს და ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა.

„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ოპომედიის მტკიცებით, დღევანდელი გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩნენ. წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, სადაც მაგალითად ფიქსირდება დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მიიღო საცხოვრებელი ფართი და ის გაყიდა.

ასევე, დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაურში. მის სახელზე რეგისტრირებულია, არც მეტი, არც ნაკლები, 5 ავტომობილი და 1 სკუტერი. მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ძიმითში. აი, ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, მედიის წარმომადგენლებს და ამტკიცებდა, რომ თბილისის მერიას მისთვის არაფერი შეუთავაზებია. ცხადია, თბილისის მერია ამ ადამიანს ვერაფერს შესთავაზებდა, რადგან მას სახლიც აქვს, საკარმიდამო მიწებიც, ავტომანქანებიც და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.

„გახსოვთ ალბათ, რა აგრესიული კამპანია მიდიოდა, როდესაც თბილისის მერიამ გაამკაცრა ზომები მიტაცებულ მიწებზე უკანონო მშენებლობებთან მიმართებით. უზარმაზარი ძალა უპირისპირდებოდა კანონს და სახელმწიფო ქონების დაცვას. ისიც გახსოვთ, როგორ ვამხილეთ ამ მშენებლობების უკან მდგარი ადამიანები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ და ძალადობრივი გზით ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების ხელში ჩაგდებას. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება, მაგალითად, მე რომ რეგიონში ვფლობდე საცხოვრებელ სახლს, ნაკვეთს და გადავწყვიტო ჩამოვიდე დედაქალაქში და მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ რაღაც ავაშენო, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არასწორია. მე არავის ვუპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას, ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო