სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-მ მომლაპარაკებლები გაიწვია, რადგან “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ შეთანხმების მიღწევა არ სურთ

მძევლების გათავისუფლებაზე “ჰამასის” პასუხი აჩვენებს, რომ მათ შეთანხმების მიღწევა არ სურთ, აშშ-მა მომლაპარაკებლები გაიწვია და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა დოჰას მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი მომლაპარაკებლები გაიწვია და ვაშინგტონი “ალტერნატიული ვარიანტების” ძიებას დაიწყებს, ვინაიდან “ჰამასის” ბოლო პასუხი “ნათლად აჩვენებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე სურვილის ნაკლებობას”.

“მიუხედავად იმისა, რომ მედიატორებმა დიდი ძალისხმევა გაწიეს, “ჰამასს” კოორდინირებულობა და კეთილსინდისიერად მოქმედება არ ეტყობა. ახლა ალტერნატიულ ვარიანტებს განვიხილავთ მძევლების დასაბრუნებლად და ღაზის ხალხისთვის უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად.

სამწუხაროა, რომ “ჰამასმა” ეგოისტურად იმოქმედა. ჩვენ მტკიცედ ვეძებთ ამ ომის დასარულსა და ღაზაში სამუდამო მშვიდობას”, - განაცხადა უიტკოფმა.

მას არ დაუკონკრეტებია რა “ალტერნატიულ ვარიანტები” შეიძლება განიხილოს ვაშინგტონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს