აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის, - ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორებისთვის საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მომსახურებას და ლოჯისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.

აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის ხარჯებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს