ემანუელ მაკრონი - მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ერთგულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მაკრონი ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.

„მშვიდობა შესაძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის გათავისუფლება და ღაზას მოსახლეობისთვის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება. ასევე აუცილებელია ჰამასის დემილიტარიზაციის, ღაზას უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის უზრუნველყოფა და ბოლოს, აუცილებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობის გარანტირება და, იმ პირობით, რომ მოხდება მისი სრული დემილიტარიზაცია და ისრაელის სრულად აღიარება, მისი მონაწილეობა მთელი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას „ტერორისთვის ჯილდო“ უწოდა. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა ისრაელის „განადგურების“ შესაძლებლობას კარი გაუღო.

„პალესტინელებს არ სურთ სახელმწიფო ისრაელის გვერდით, მათ სურთ სახელმწიფო ისრაელის ნაცვლად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა გადაწყვეტილებას საფრანგეთის ისტორიაში შავი ლაქა უწოდა. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რადგან ეს მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის