ისრაელში აშშ-ის ელჩი - საფრანგეთი პალესტინას ფრანგულ რივიერას შესთავაზებს და ახალ ერს „ფრანს-ენ-სტინი“ დაერქმევა

ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

„პალესტინის“ სახელმწიფოს აღიარების შესახებ მაკრონის ცალმხრივ „განცხადებაში“ არ იყო მითითებული, თუ სად იქნება ის. ახლა ექსკლუზიურად შემიძლია გავამჟღავნო, რომ საფრანგეთი ფრანგულ რივიერას შესთავაზებს და ახალ ერს „ფრან-ენ-სტინი“ დაერქმევა“, - წერს ამერიკელი დიპლომატი სოციალურ ქსელში.

ამ საკითხე მან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.

„რა ჭკვიანურია! თუ მაკრონს შეუძლია უბრალოდ „გამოაცხადოს“ სახელმწიფოს არსებობა, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია საფრანგეთი ბრიტანეთის კოლონიად „გამოაცხადოს“!",-წერს მაიკ ჰაკაბი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. მაკრონი, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადების გაკეთებას სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს