ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა

უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სრული წევრობის ნაცვლად ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრუქტურირებული, სახელშეკრულებო სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ჩამოყალიბდეს.

ორბანის მტკიცებით, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს.

„ეს უნგრეთს გაანადგურებს. უამრავი უნგრელი დაიღუპება, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა“, - აღნიშნა ორბანბმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი