საქართველოში 26 ივლისს შესაძლებელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ზოგან გაწვიმდეს, შესაძლებელია ასევე ელჭექი და სეტყვაც.

მათივე ინფორმაციით, 28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი