თამარ კეკენაძე - 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა ქვეყნის სოციალური ტრაგედია - „ქართული ოცნება“, რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს

თვალჭრელიძის #1-ში, 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.

„სამი თვეა, ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდი ვმუშაობთ ამ საკითხზე – არაერთხელ წერილობით მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მოლაპარაკება მეპატრონესთან. თუმცა, მერია არ ჩაერთო მედიაციაში, არც დიალოგში, არც გამოსავლის ძიებაში.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას როგორც კერძო მფლობელის უფლება, ისე – სოციალურად დაუცველი მოქალაქის ღირსება და ელემენტარული უსაფრთხოება.

ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს. „ოცნებას“ აღარ აქვს რესურსი ხალხთან ლაპარაკის, მხოლოდ ძალადობრივად ურთიერთობს საკუთარ ხალხთან.

სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის.

რადგან სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს, ჩვენი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ოჯახისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი და სტაბილური მომავალი“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა