თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, კომპანიის წარმომადგენელი მივიდა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, კომპანიის წარმომადგენელი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.

„ვინც გამოთქვამს სურვილს, ყველა ადამიანს ვესაუბრები. ყველა ადამიანთან შემიძლია ვისაუბრო, - განაცხადა მან.

როგორც თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, მას 3 თვეში ქირის სახით მხოლოდ 700 ლარი შესთავაზეს, თუმცა, არავის განუმარტავს, როგორ უნდა იარსებონ მომდევნო თვეების განმავლობაში. მოქალაქეების განცხადებით, გამოსახლებულთა ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა.

„ადამიანურად გაგვესაუბრონ, ფართი მოგვცენ. სანამ ბინით დაგვაკმაყოფილებენ, სადმე შეგვიშვან, სახლები მოგვცენ. რომ იწვიმოს და წვიმაში ყოფნა მოგვიწიოს, სად წავიდეთ? კახა კალაძეს ვთხოვ, ადამიანურად დაველაპარაკები ჩვენს გაჭირვებაზე. ქუჩაში რატომ უნდა იყვნენ ეს ადამიანები. გუშინ სიცხიანი ბავშვები იყვნენ, წამალი და სიცხის საზომი არ მიაწოდეს. კაცი ცუდად გახდა და ძლივს სუნთქავდა, გადაიყვანეს, რატომ უნდა ვკვდებოდეთ ჩვენს ქვეყანაში?“,-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება. ადგილობრივების თქმით, ის აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და უნდა დაცალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დღის განმავლობაში 17 პირი დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი