ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინგა ფხალაძეს ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სექტორებში მენეჯერულ და ექსპერტულ პოზიციაზე საქმიანობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. ის თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და სხვ.

სხვადასხვა წლებში ინგა ფხალაძე თანამშრომლობდა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, დონორულ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.

2022 წლიდან დღემდე ინგა ფხალაძე იყო „შემნახველი ბატარეების სისტემის და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა.

ინგა ფხალაძეს კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტში პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს