თენგიზ შარმანაშვილი ჩორჩანას ეპიზოდზე - გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ საფრთხე არ არსებობდა, ამიტომ მისმა გავლენამ სხვა დანარჩენი გადაწონა - არავისთან მოითათბირა, ძალაუფლება გამოიყენა და გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანა

გიორგი გახარია არამარტო თვითნებურად იწყებდა [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას], არამედ ამტკიცებდა, რომ საფრთხე არ არსებობდა, ამიტომ მისმა და მისი უწყების გავლენამ სხვა დანარჩენი გადაწონა და ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანა - ის არავის არ მოეთათბირა, თავისი ძალაუფლება გამოიყენა, სხვებთან შეუთანხმებლად დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებულ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ის სურათი, რომ გავლენიანი და პირდაპირ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელები ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას საქმის კურსში არ იყვნენ, ძალიან ბევრის მანიშნებელია.

„ეს ხალხი, ვინც პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს, „ქართული ოცნების“ ხალხი კი არა, შესაბამისი პირები იყვნენ და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ. ამიტომ იყო მათი პოზიცია საინტერესო. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება უნდა გაირკვეს, თუ რა გარემოებაში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უწყობდა ამას ხელს და ხომ არ იყო რაიმე თვითნებობა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს წრე, რომელსაც თეორიულად შეიძლება მაინც ჰქონოდა შანსი ამ გადაწყვეტილების მიღებაში - ყველა უნდა გამოიკითხოს. ის სურათი, რომ ასეთი გავლენიანი და პირდაპირ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელები ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას საქმის კურსში არ იყვნენ, ძალიან ბევრის მანიშნებელია. შეფასებისგან მე თავს შევიკავებ იურიდიული თვალსაზრისით“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას და მოქმედებას ვერ შეაჩერებდნენ.

„რა თქმა უნდა, [საგუშაგო] ერთ დღეში არ აგებულა, მაგრამ გადაწყვეტილება ერთ დღეში იყო მიღებული. როცა შენ გადაწყვეტილებას მიიღებ, აგებას დაიწყებ და მოწინააღმდეგე მხარე უყურებს, რომ შენ იქ საქმიანობ, ამას შემდეგ ვეღარ გააჩერებ. ვერ გააჩერებ, იმიტომ რომ გახარია არ იყო რიგითი ადამიანი. სამართალდამცავ ორგანოებში ის ყველაზე დიდი უწყების ხელმძღვანელი იყო. ის არამარტო თვითნებურად იწყებდა, არამედ ამტკიცებდა, რომ საფრთხე არ არსებობდა, ამიტომ მისმა და მისი უწყების გავლენამ სხვა დანარჩენი გადაწონა და ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანა. მაგალითად, მე და თქვენ თუ ვკამათობთ და თქვენ უფრო დიდი გავლენა გაქვთ, რა თქმა უნდა, თქვენი გადაწყვეტილება უფრო წონადი იქნება. ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ის არავის არ მოეთათბირა, მისი ძალაუფლება გამოიყენა, სხვებთან შეუთანხმებლად დაიწყო და ბოლომდე მიიყვანა. მისი გავლენიდან გამომდინარე, ამ პროცესს ვერავინ გააჩერებდა... დაზვერვის სამსახურის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას და მოქმედებას ვერ შეაჩერებდა. თავდაცვის მინისტრიც ვერ გააჩერებდა, რადგან საგუშაგოები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა. ჩემ უწყებაში როცა რაღაცას ვახორციელებ, მეორე მინისტრი ამას ვერ გამიჩერებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო