ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ათი საჭირო სისტემიდან 3-ზე შეთანხმებები უკვე აქვს

უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ათი საჭირო სისტემიდან 3-თან დაკავშირებით შეთანხმებები უკვე აქვს, თუმცა, ასევე საჭიროა რაკეტები, დრონები, ელექტრონული საბრძოლო სისტემები და არმიის სტაბილური დაფინანსება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რაკეტების საკითხზე ვმუშაობთ, რაკეტები გვაქვს. ჯერ კიდევ ვიბრძვით წარმოების ლიცენზიისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში ჩნდება მოედანი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი დათანხმდა სისტემების უკრაინისთვის გადაცემას და ეს გაყიდვების გზით მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ ახლა ყველა 10 სისტემისთვის თანხები უნდა მოიძიოს.

„სამი უკვე გვაქვს. ორი სისტემისთვის გერმანიიდან ოფიციალური დასტური მივიღე, ერთისთვის კი ნორვეგიიდან. ამჟამად ნიდერლანდელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია