გურამ მაჭარაშვილი -  ბრიტანეთის საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდა საქმეებში ჩართვა, ეს არის შეურაცხყოფა - ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული

საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩართვა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა - ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, რაც მათი საქმე არ არის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „როცა საელჩო ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს აფინანსებს და თან ადგილობრივ ხელისუფლებას ჭკუას ასწავლის, ეს საერთოდ არ არის კავშირში ევროპულ ღირებულებასთან.“

„ბრიტანეთის საელჩოს კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. ჯერ ქართველ ხალხს უპასუხოს, თუ რატომ აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც ძალადობრივ აქციებსა და რევოლუციურ პროცესებში საჯაროდ არიან მხილებულები. ასევე უპასუხონ იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც, რომელიც პირდაპირ ჩარევაა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამის შემდეგ მისცენ თავს იმის უფლება, რომ რაღაც განცხადება გააკეთონ. ამ განცხადებაზეც ემჩნევათ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, რაც მათი საქმე არ არის. საელჩოს საქმე არ არის პოლიტიკაში და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩართვა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა. ამას ვამბობთ, რომ ეს ევროპული ღირებულება არ არის.

შენ როცა საელჩო ხარ და აფინანსებ ძალადობრივ აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ და თან ადგილობრივ, ეროვნულ ხელისუფლებას ჭკუას ასწავლი, რომელსაც ხალხი ირჩევს, ეს საერთოდ არ არის კავშირში ევროპულ ღირებულებასთან. სამწუხაროდ, ბრიტანეთის საელჩოს ჯერ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი და ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს კომენტარი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.“

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო