პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პრეზიდენტ ზელენსკის გადავეცით, რომ ყველაზე ცუდი, რაც მან ახლა შეიძლება გააკეთოს, კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტაა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გარშემო შექმნილი ვითარების ფონზე, კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევა არ შეამციროს.

სიკორსკის თქმით, უკრაინელები ამჟამად ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„გადავეცით პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყველაზე ცუდი, რაც მან ახლა შეიძლება გააკეთოს, არის კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტა. უკრაინელები პატიოსანი, ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან“, - განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და როდის გადასცეს უკრაინის პრეზიდენტს ასეთი შეტყობინება.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს