გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლე დარბაზში მყოფებს - ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სამყაროში

ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სამყაროში, - ამ სიტყვებით ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფებს მიმართა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სხდომა დაგვიანებით დაიწყო, რადგან "დარბაზში შემოსვლაზე ისინი მანდატურებს ეჭიდავებოდნენ".

ამ წუთებში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე საბოლოო სიტყვას ამბობს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს