საქართველოს ბანკის მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა უკვე შესაძლებელია

საქართველოს ბანკი ციფრული არხების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აგრძელებს. ამ მიზნით მობილბანკს კიდევ ერთი მოსახერხებელი პროდუქტი დაემატა. ამჯერად, ეს მობილბანკში City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენაა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.

City Mall-ის ციფრული ვაუჩერის, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, მთლიანად სავაჭრო ცენტრში იშოპინგოს და მრავალფეროვან არჩევანზე ჰქონდეს წვდომა. ვაუჩერის მფლობელს მისი გამოყენება როგორც City Mall საბურთალოს, ისე გლდანის ფილიალში შეუძლია.

„მოხარული ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო იზრდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. City Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელი ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ და ამით გაახარონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. "სითი მოლის" პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე იქნება შესაძლებელი.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს