მედია - უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლში რადიოქარხანას დაარტყეს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა 26 ივლისის ღამეს სტავროპოლის რადიოქარხანა „სიგნალის“ საწარმოო ობიექტებს დაარტყეს, რომელიც რუსეთში რადიოელექტრონიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ „სიგნალის“ რადიოქარხანა სპეციალიზებულია რადიოელექტრონული ომის საშუალებების, რადარის, რადიონავიგაციის აღჭურვილობის, დისტანციური მართვის რადიო აღჭურვილობის წარმოებაში და მუშაობს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. ქარხანა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

„უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მომუშავე მტრის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას. თითოეული ასეთი დარტყმა აჩერებს წარმოების პროცესებს და ამცირებს მტრის სამხედრო პოტენციალს. ეს სამუშაო მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს