ინფრასტრუქტურის სამინისტრო გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობაზე კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს - უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა

დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

„შეტყობინების საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.

გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.

სამუშაოებს თურქული კომპანია - ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს.

გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.

ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო