კამბოჯა ტაილანდს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კამბოჯამ ტაილანდს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაეროში კამბოჯის ელჩმა, ჩეა კეომ, განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ზავის უპირობოდ დადება მოითხოვა და დასძინა, რომ პნომპენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.

ამასთან, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის სანგიამპონგსამ განაცხადა, რომ კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად „კონფლიქტის დასრულების გულწრფელობა“ უნდა გამოავლინოს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების გამო, რომლის დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა