რეზო კიკნაძე - დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს - იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც - ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს

დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს და მათ თვალწინ დაიწყეს ნგრევა - იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი - რუსეთი. ნუ შევარჩენთ ამასაც,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისუქზე“ ვრცელდება.

მისი თქმით, სწორედ თვალჭრელიძის ქუჩას უნდა „გადაყვეს ეს ვაი მთავრობა“.

„გონებიდან არ ამომდის, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ვიხილე. კანკალის გარეშე ვერ ვუყურებდი კადრებს, განსაკუთრებით ბავშვების ხილვამ იმოქმედა.

ნეტა შემეძლოს რამით დავეხმარო და შემეძლოს სადმე შევიფარო. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, დაუდექით გვერდში. ნუ დავტოვებთ ქუჩაში, ნუ დავტოვებთ მარტოებს. ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს - მივიდეთ ათასობით და ნუღარ მივცემთ ამ ვაი პოლიციელებს მსგავსი არაადამიანური გამოსახლების უფლებას.

დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს და მათ თვალწინ დაიწყეს ნგრევა - იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი - რუსეთი. ნუ შევარჩენთ ამასაც.

ამ ადამიანებმა სოხუმში ნახეს, როგორ უნგრევდნენ სახლს რუსები, და გუშინ იმავეს შემსწრენი კვლავ გახდნენ - ისევ რუსები უნგრევდნენ სახლს.

თვალჭრელიძის ქუჩას უნდა გადავაყოლოთ ეს ვაი მთავრობა.

გუშინ ბევრი მოქალაქე დავინახე იქ მისული სოლიდარობისთვის და მადლობა - ყველანი ძალიან მიყვარხართ! გთხოვთ, დღეს უფრო მეტნი მივიდეთ.

P.S. ორშაბათს დილიდან ახობაძის პროცესზე - ყველა!”,- წერს რეზო კიკნაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს