საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრეები საბერძნეთის მასშტაბით ტყის ხანძრების ხუთ კერას ებრძვიან, ხოლო დედაქალაქ ათენიდან 30 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

„მეხანძრეები დაშავდნენ, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, შენობები დაიწვა და ტყის მასივები განადგურდა“, - განაცხადა საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, გიანის კეფალოიანისმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებს 200-მდე მეხანძრე ებრძვის, თუმცა ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა მათთან ბრძოლას ართულებს.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს