გრიგოლ გეგელია - ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის - ეს არის რეჟიმის შიდაკლანური დაპირისპირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი

ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან უყურებთ, ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის - ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ ერთმანეთთან ძიძგილაობის, შიდაკლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად იყენებენ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები ერთად არიან ჩაძირული კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში“.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს სისტემა და რეჟიმი წლების განმავლობაში ჩამპალია კორუფციაში. მაგრამ ეს ვითომდა ანტიკორუფციული ძალისხმევა, რასაც ახლა კობახიძის ადმინისტრაციის მხრიდან უყურებთ, ანტიკორუფციულობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის. ეს არის რეჟიმის შიდაკლანური დაპირისპირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გავიხსენოთ, რომ როგორც დაკავებულები, ასევე დამკავებლები ერთად არიან ჩაძირული კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში. ვითომდა ანტიკორუფციულ კამპანიას წინასაარჩევნოდ ერთმანეთთან ძიძგილაობის, შიდაკლანური დაპირისპირების ინსტრუმენტად იყენებენ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო