პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის კორუფცია არ არის დანაშაული - მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და მას ნაკლებს მიუტან

ბიძინა ივანიშვილთან კორუფცია ყოველთვის მმართველობის ფორმა იყო - მისთვის და მისი მაფიოზური ტვინისთვის კორუფცია არ არის დანაშაული - მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და ნაკლებს მიუტან ივანიშვილს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჭამა გრძელდება, რაც კრიზისის ნიშანია“.

„ივანიშვილთან კორუფცია ყოველთვის მმართველობის ფორმა იყო. ამ კორუფციაზე გარიგება იყო ივანიშვილთან და მის მსახურებთან, რომ ცოტა შენ მოიპარე და დანარჩენი ჩემთან მოიტანეო. ივანიშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ხალხმა მეტი თვითონ წაიღო და ცოტა ბიძინა ივანიშვილს მიუტანეს - ამაზე წუხს და ამის გამო დაერივნენ ერთმანეთს. ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მაფიოზური ტვინისთვის კორუფცია არ არის დანაშაული - მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და ნაკლებს მიუტან ივანიშვილს.

შიდა ჭამა გრძელდება, ეს არის კრიზისის ნიშანი. ისინი ჭამენ და დაერივნენ ერთმანეთს, რადგან ბიძინამ იცის, რომ ვინც მისი გუნდის წევრებისგან ფული იშოვა, არცერთს სანქციები და ბიძინა ივანიშვილი არ უნდა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია