ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონთან საუბარზე - უკრაინის თავდაცვის ძირითადი საჭიროებები განვიხილეთ, პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინის თავდაცვის ძირითადი საჭიროებები განვიხილეთ, პირველ რიგში, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი. ჩვენ რუსული რაკეტებისა და დრონებისგან საიმედო თავდაცვა გვჭირდება. ასევე, უკრაინული დრონების წარმოების დაფინანსების საკითხი განვიხილეთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ აცნობა.

„ჩვენ უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გზა განვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ წინსვლა ერთად გააგრძელონ. ასევე, უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა განვიხილეთ, რომლებიც სრულად ფუნქციონირებს. საპრეზიდენტო კანონპროექტი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას უზრუნველყოფს და მათზე რუსეთის გავლენას ხელს უშლის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!