ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავე ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. ხათუნა მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ყოფილი მეუღლის განცხადებით, ლუკა კურტანიძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მასთან მიახლოება ეკრძალება.

„ეს არ არის არც პირველი, არც მეორე, არც მეხუთე და არც მეათე შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც პოლიციას მივმართე, მეუბნებოდნენ, იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით. იმედს ვიტოვებ, ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან. ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული, შემაკავებელი ორდერია 9-თვიანი მის მიმართ გამოცემული. მისამართი ვუთხარი საპატრულო ეკიპაჟს, სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყო, მოვიდნენ და „წამობრძანდით, უნდა გამოგკითხოთო". ეს ადამიანი იმუქრება, „მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო და სახელმწიფოს უპირისპირდებიო“, - აცხადებს ხათუნა მიქაცაძე „ტვ პირველთან“.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება