ადვოკატი - გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც ხვალ, 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო, - ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე წერს.

"გადადების თარიღს გვაცნობებენ მოგვიანებით. მიზეზი - მოსამართლე არის სათათბიროდ გასული.

ხვალ გამოცხადდება ანატოლი გიგაურის განაჩენი - 10:30 საათზე", - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება