ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ - წყაროები მეუბნებიან, რომ სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „MEGOBARI აქტი“ მთელ ერს ასანქცირებს - ეს არასწორია

„წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს. ეს არასწორია“, - ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს.

ჟურნალისტის განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორები რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალინი შეცდომაში შეიყვანეს იმგვარი მტკიცებით, თითქოს MEGOBARI აქტი „მთელ ერს სანქცირებას“ უწესებს.

იქამდე კი, 23 ივლისს ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში აქტის მიღებას აღნიშნული სამი სენატორის პოზიცია აჭიანურებდა.

ცნობისთვის, MEGOBARI აქტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებული წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც - ერთი მხრივ - ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო - მეორე მხრივ - სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.

2025 წლის 5 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, მეგობარი აქტს კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს