ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას განმარტებით, არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა. "არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეების მიერ იქნა წარმოჩენილი და რომელსაც კიდევ ერთხელ, გულდასმით სჭირდება შესწავლა”, - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.

როგორც მოსამართლემ განმარტა, განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა.

“პირველი, რასაც აკეთებთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით, არავითარი ცრემლები, ბოროტებას არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს", - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ადვოკატის თქმით კი, სახეზე იყო წინააღმდეგობის გარემოება, ანატოლი გიგაური იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებდა ბრალდების მხარე და ამტკიცებდა, რომ სახეზე იყო დანაშაული.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა