სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის ეკომიგრანტების სოციალური საცხოვრისი მოინახულა

2025 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის ეკომიგრანტების სოციალური საცხოვრისს ეწვია, დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იქ მაცხოვრებლებს გაესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახალხო დამცველთან შეხვედრისას სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებმა სასმელ წყლის მიწოდების პრობლემასა და საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეულ არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამასთან, ვინაიდან, შენობა არ არის გაზიფიცირებული, ზამთრის პერიოდში ოჯახებს გათბობისთვის საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა უწევთ.

თავად საცხოვრისის შიდა ეზო არ არის კეთილმოწყობილი, არ არის არც სკვერი და არც სპორტული მოედანი საცხოვრისში მცხოვრები ბავშვებისთვის.

სახალხო დამცველი აგრძელებს ქვეყანაში მოქმედი სოციალური საცხოვრისების მონახულებას და გამოკვეთილი პრობლემების აღკვეთის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს