გრიგოლ გეგელია - „გორბის“ არცერთი კვლევა არასდროს ყოფილა ადეკვატური - მაინტერესებს, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა, რატომ აკადრა საკუთარ თავს, რომ „გორბის“ დაჯღაბნილი ციფრების გამო, რაიმე ტიპის განცხადება გაეკეთებინა?

„გორბის“ არცერთი კვლევა არასდროს ყოფილა ადეკვატური - უბრალოდ მაინტერესებს, ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა, რატომ აკადრა საკუთარ თავს, რომ „გორბის“ დაჯღაბნილი ციფრების გამო, რაიმე ტიპის განცხადება გაეკეთებინა? რატომ უნდა დაეცე ამ ნიშნულამდე, რომ ამ კვლევის გამო პოლიტიკური დასკვნები გააკეთო?- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ეს კვლევა ანეკდოტურია და მეტი არაფერი“.

„გორბის“ არცერთი კვლევა არასდროს ყოფილა ადეკვატური. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაწერილი ციფრები, როგორც გასულ წელს, ისე იმის წინა წელს, კიდევ იმის წინა წელს და ასე მთელი 13 წელი. არავითარი სერიოზული საუბარი „გორბის“ კვლევებთან არ შეიძლება, ჩვენი პარტია არ ისაუბრებს ამ კვლევაზე. „ქართული ოცნება“ „გორბის“ შედეგებს ყოველთვის წერს კაბინეტებში, ხან შალვას კაბინეტში, ხან მამუკას კაბინეტში და ა.შ.

უბრალოდ სხვა რაღაც მაინტერესებს, ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა რატომ აკადრა საკუთარ თავს, რომ რაიმე სერიოზულობით, „გორბის“ დაჯღაბნილი ციფრების გამო რაიმე ტიპის განცხადება გაეკეთებინა. რატომ უნდა დაეცე ამ ნიშნულამდე, რომ „გორბის“ კვლევის გამო პოლიტიკური დასკვნები გააკეთო. ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში ჩაწერა. ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთ კოლეგას არ ჰყოფნის იმის მოთმინება, იმის წინხედვა და იმის სტრატეგიული უნარი, რომ „გორბის“ გამო შეფასებები არ აკეთონ. მეტს არ ვიტყვი და ჩვენ არ ვესხმით თავს ოპოზიციას“,- აღნიშნა გეგელიამ.

რაც შეეხება გეგელიას პოზიციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მას შეიძლება ჰქონოდა „ძალიან სკეპტიკური პოზიციები“, თუმცა ამის მიუხედავად, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ბრძოლის მეთოდი არის ერთით მეტი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ინსტრუმენტი. ყოველთვის პატივს ვცემ დემოკრატიულ, კოლექტიურ გადაწყვეტილებას და მივიჩნევ, რომ პარტიაში მაღალი შიდა დემოკრატია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ მერე, ქვეყანაში ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა დემოკრატია შექმნას. თუ იქ ვერ შეძელი დემოკრატიული წესით თამაში, აქ როგორ შეძლებ კანცელარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში რომ შეხვალ, იქ საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ“,- აღნიშნა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა სუს-ის მიერ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და კიდევ ორი პირის დაკავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „მთელი სისტემის კარგი ლუსტრაციაა“.

„წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბზეა საუბარი, რამდენ სამინისტროზე, რამდენ სააგენტოზე, რამდენ სსიპ-ზე, რამდენ ათას ადამიანზე, ვინც პოტენციურად ჩართულია მსგავსი ტიპის პროცესში. შესაბამისად, ადამიანების რა რაოდენობის ფულზეა [საუბარი]. იმ ადამიანების, რომლებიც დღეს შიმშილობენ, რომლებიც გარბიან ამ ქვეყნიდან, იმ ადამიანების, ვინც ხანდაზმულები არიან და არ აქვთ ელემენტარული არათუ კომფორტი, არამედ საარსებოდ აუცილებელი პირობები. მაგრამ ვიღაცებს იზოლირებულ შემთხვევებშიც კი, მილიონ სამასი ასე აქვთ წაღებული. იმავე ხალხს კიდევ რამდენი მილიონ სამასი აქვს წაღებული? კიდევ რამდენი აპარატურა იყიდეს, თუნდაც ამ ორმა, სამმა ადამიანმა. ასეთი ორი-სამი ხომ კიდევ ასობით არის მთელს სისტემაში. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საუბარი“, - განაცხადა გეგელიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო