ვიქტორ ორბანი აშშ-ევროკავშირს შორის სატარიფო გარიგებაზე - ეს არ არის შეთანხმება, დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი სატარიფო გარიგება უარესია, ვიდრე მაისში აშშ-დიდი ბრიტანეთის მიერ მიღწეული გარიგება.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ ღამით „უზარმაზარი გარიგება“ მიიღო, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრი კმაყოფილი არ არის. ეს არ არის შეთანხმება. დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა“, - ამბობს ორბანი.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი მაღალი წონითი კატეგორიაა, როდესაც მოლაპარაკებებს ეხება საქმე, ლაიენი კი – მსუბუქწონიანი“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. შოტლანდიაში გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.

იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი