ლევან მახაშვილი - ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით - კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი

ჩვენ ვხედავთ ორ წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა გუნდში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მის მიერ დილით გაკეთებული განცხადება განმარტა.

მახაშვილის განცხადებით, კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.

„იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეში მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და გადაწყვეტილებას, სადაც იგი ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ, იგი არის ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, არ ვუსწრებთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ფორმალურად იქნება წარდგენილი“, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მახაშვილმა აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, მედიასთან, იგივე საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „კახა კალაძეს გამოხატული აქვს ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, თუმცა დაველოდოთ პროცედურების დასრულებას. რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში