სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელები ღორჯუმი და დიდაჭარა მოინახულა

2025 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ხულოს მუნიციპალიტეტის მუსლიმებით დასახლებულ სოფელ ღორჯუმში ჩავიდა, მოინახულა ადგილობრივი მეჩეთი, შეხვდა მოსახლეობას და გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

„ღორჯუმში, საქართველოს სხვა მაღალმთიანი სოფლების მსგავსად, მაღალია მოსახლეობის მიგრაცია და ახალგაზრდობა დასაქმებისა პერსპექტივის ნაკლებობის გამო სოფელს ტოვებს. გამოიკვეთა ასევე საკომუნიკაციო ქსელების პრობლემა და ინტერნეტზე წვდომის ხარვეზები.

ინტერნეტის უქონლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში, განსაკუთრებით მწვავედ სოფლის იალაღებზეც იგრძნობა. 2 წლის წინ დაწყებული დაქსელვის პროცესი გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერდა და დღემდე არ დასრულებულა. დიდაჭარის მოსახლეობას ასევე მწვავედ აწუხებს საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები.

სახალხო დამცველის აპარატი წლებია შეისწავლის მაღალმთიანი მოსახლეობის პრობლემებს და გამოკვეთილი პრობლემების შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს წლიურ საპარლამენტო ანგარიშში ასახავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს