სელფი საქართველოში Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია

ქართული მობილური ოპერატორი “სელფი მობაილი”, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, მსოფლიოს წამყვანი eSIM პლატფორმის Airalo ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ Airalo-ს 20-მილიონიანი მომხმარებლისთვის, Airalo-ს eSIM-ით სარგებლობისას საქართველოში, ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად სელფის eSIM-ი და ტარიფები.

კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული ტურისტი შეძლებს შეიძინოს “სელფის“ სპეციალური ტურისტული eSIM ტარიფები, რეგისტრაციისა და ოფისში მისვლის გარეშე, დისტანციურად - სულ 2 წუთში.

“სელფი ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელმაც მსგავსი მასშტაბური თანამშრომლობა გააფორმა საერთაშორისო eSIM პლატფორმასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია გლობალურ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრაციისკენ და მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში. ეს წარმატება პროექტში მონაწილე თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ”, - აცხადებს სელფის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი თეკლე ცხვედიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს