გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს 05:00-დან 09:00-საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, გუდაური, სოკურიანი, ჯაღმიანი, ქვეშეთი, კაიშაურნი, არახვეთი. 10:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩებზე, გერგეტის უბანში.
11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთში 9 აპრილის, ლაშარის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ნამორაძის, წერეთელის, ფიროსმანის, აღმაშენებლის, ჟებოტის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური, წეროვანი.
სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.