ვლადიმერ პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების სხვადასხვა ასპექტი განიხილეს. რუსულმა მხარემ რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა დაადასტურა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე, კრემლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა „ხაზი გაუსვა სირიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს