რუმინეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 25 სოფელი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ძლიერ წყალდიდობას 66 წლის მამაკაცი და 83 და 85 წლის ქალბატონები ემსხვერპლა.

გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რის შედეგადაც გზები და ხიდები დაზიანდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს