Reuters - საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა

საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პლახოტნიუკის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემი კლიენტი მოლდოვაში ექსტრადიციას ოფიციალურად დათანხმდა. ის მზადაა საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა პლახოტნიუკის ადვოკატმა, ლუსიან როგაჩმა.

შეგახსენებთ, 59 წლის ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, გასულ კვირას ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.

მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო.

პლახოტნიუკი დანაშაულს არ აღიარებს.

საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პლახოტნიუკის ექსტრადიცია რუსეთმაც მოითხოვა.

სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, პლახოტნიუკს, რომელსაც მოლდოვისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მოსკოვი 2014 წელს მოლდოვაში მისი პოლიტიკური მეტოქის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის ეძებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს