უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, 29 ივლისის ღამეს, რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკს თავს დრონები დაესხნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა დაადასტურა.

„ხანძარი რკინიგზის სადგურზე გაჩნდა, სამგზავრო მატარებელი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული“, - განაცხადა სლიუსარმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!