რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ტყის ხანძრების გაჩენის გამო 38 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიმდინარე ზაფხულში ტყის ხანძრების 96% ადამიანების შეცდომის შედეგად გაჩნდა.

„1 ივნისის შემდეგ, 149 ეჭვმიტანილი დააკავეს. 38 ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში 27 სპეციალური თვითმფრინავი, 105 ვერტმფრენი, 6000 ერთეული სახმელეთო ტექნიკა და 25 000 მეხანძრეა ჩართული.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოდან დღემდე, თურქეთში ტყის ხანძრების მსხვერპლთა რიცხვი 17-ს აღწევს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი