ლევან ხაბეიშვილი - „ოცნება“ ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად, ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება - დაველოდოთ და ვნახავთ, ვინ, ვის დაიჭერს

„ოცნება“ ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად. ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება – დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ, ვის დაიჭერს“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განმარტებით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს უნდა დააკავონ”.

„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ გვერდს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს, სხვათა შორის, ასეთი სიგიჟე არასდროს დაუწერიათ - ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს ჩემი მოსმენით დაიღალნენ და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებასა“ და შსს-ში. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, ხაბეიშვილზე თითქოს ფსიქოლოგიურად იძალადონ, რომ დამაკავებენ. ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ ბიჭებო”, - მიმართავს ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ცნობისთვის, გუშინ, „ფეისბუქ“ გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარები გაიხსნა“. მოგვიანებით, გვერდმა აღნიშნული პოსტი წაშალა, გვერდის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ გვერდს შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი არ მართავს“.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის