„ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის წარდგენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებენ

„ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის წარდგენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებენ.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პარტიების საერთო მერობის კანდიდატი თბილისში ალეკო ელისაშვილი იქნება, „ინტერპრესნიუსი“ ორივე პარტიას ესაუბრა.

„განიხილება რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და ხალხს-თბილისელებს ვეკითხებით, ვინ უნდა იყოს თბილისის მერი. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ!“ - განაცხადეს „ლელოში“.

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, როგორც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალაში აღნიშნავენ, „სახელების და გვარების დონეზე რომელიღაც კონკრეტული მერობის კანდიდატურაზე საუბარი, ამ ეტაპზე არასერიოზულია“, რადგან მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, კონსულტაციები და კვლევები. ძალიან ბევრ ადამიანთან ვმუშაობთ და ბევრი ადამიანიც განიხილება. შევარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება. კანდიდატების წარდგენის ვადა არის 4 სექტემბრამდე. რამდენიც არ უნდა აფრიალონ „პოსტივისა“ და „იმედის“ „ქარდები“ "ნაცმოძრაობის" ან „ოცნების“ აქტივმა, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამას გაიგებთ მხოლოდ ჩვენგან. სახელების და გვარების დონეზე რომელიღაც კონკრეტული მერობის კანდიდატურაზე საუბარი, ამ ეტაპზე არასერიოზულია, რადგან კონკრეტული ერთი არავინ განიხილება, შესაბამისად, ვერცერთ კანდიდატურას ვერ დაგიდასტურებთ, მათ შორის ვერც ელისაშვილს!“ - აცხადებენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს