ლუკა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი აცხადებს, ის კურტანიძის აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, სასამართლოს კი, ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო