გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ვლადიმერ მაყაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის, თინათინის ქუჩებზე, ჩალიპირებში, ტოიოტას ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე; 13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ფარსადანის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივანში.

11:00-დან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, გუდრუხი, ხილიანა, კანატია, ზარიძეები, მაღაროსკარი, ხეობა, წითელი კლდე, ჩინთი, ახალციხე, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:10 საათამდე და 13:50-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ბარისახო, ჩარგალი, კორშა, ქალილო, თხილიანა, დათვისი, ბისო, უძილაურთა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონის სოფლებში ცდო, გველეთი, დევდორაკის მთაზე, დარიალში.

სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს